Κατηγορία

Ξένες γλώσσες

სინანულისათვის

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

სინანულისათვის 1. სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია. 2. მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია. 3. სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება. 4. სინანული სინდისის განწმენდაა. 5. სინანული ნუგეშისცემის კარია – პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით. 6. სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა. 7. მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს. 8. სინანული სტომაქის მკაცრი მოზღუდვაა და სულის ღრმა გრძნობით დაწყლულება. 9. სინანული ღმერთთან დამაახლოვებელი და ცოდვათაგან განმაშორებელია. 10. შეიკრიბეთ, უფლის განმარისხებელნო, და მოდექით, მოდით და ისმინეთ, რასაც გადმოგცემთ: ერთად შეიყარენით და იხილეთ, რაც უფალმა ჩემი სულის განსასწავლად მიჩვენა. პატივი მივაგოთ და მოვათავსოთ ამ სიტყვაში პირველ რიგში დამცირებული, მაგრამ პატივსაცემი მოღვაწეების ამბები. ყველა, ვინც რაიმე მოულოდნელი ცოდვით ვართ დაცემული, ვისმინოთ, დავიმარხოთ და აღვასრულოთ ის, რასაც შევიტყობთ. წამოდექით და განმტკიცდით, დაცემით მოანანულნო. ყურად იღეთ, ძმანო ჩემნო, ეს ...

Περισσότερα

სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ფრიად საინტერესოა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის წმიდა იოანე ოქროპირის სიტვა ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხარაობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალნი და კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა). თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, ...

Περισσότερα

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს/7 იანვარს დიდებით დღესასწაულობს ხორციელად შობას უფალი ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი. შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა. ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

Περισσότερα

ღირსი სერაფიმე საროველი, სასწაულთმოქმედი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 2/15 იანვარს აღნიშნავს ღირსი სერაფიმეს, საროველი სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს. სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადე­ბე­ლითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამის­თვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

Περισσότερα

განცხადება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი – ნათლისღება

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია 6/19 იანვარს დიდებით დღესასწაულობს განცხადებას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი – ნათლისღებას. რაჟამს იორდანეს ნათელიღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ გვდა შენ, და სულიწმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

Περισσότερα

საკუთარი თავის გამოცდა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

საკუთარ თავს ხშირად ნუ მიატოვებ  მიზნის გარეშე. ყოველ საათს ზედამხედველობა გაუწიე, გამოიკვლიე და აკონტროლე იგი. და მუდამ კითხულობდე: ეხლა როგორ ვარ? ბერი ეფრემ კატუნაკელი

Περισσότερα

ვატოპედის სავანის მოზაიკების შესახებ

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

სავანის კათოლიკონში (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) წმინდა მთისათვის დამახასიათებელი და ერთადერთი ცოცხლად შემორჩენილი კედლის მოზაიკებია. ისინი ერთიანობაში ოთხ სიუჟეტს ქმნიან. ეს კონკრეტული რიცხვი სავარაუდოდ მოზაიკის შექმნის ძვირად ღირებულ ტექნიკას და იმ მასალის თვისებებს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც მის შესაქმნელად იყენებდნენ. ამ მოზაიკებით გამოსახულია: 1. ტაძრის მთავარი ნაწილში, გუმბათის ქვეშა თაღებზე, ხარების სცენა, რომელიც თარიღდება XI საუკუნის დასაწყისიდან XII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდით. გამოსახულება განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას, რათა ხაზი გაესვას კათოლიკონის (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარი) ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელზე აგების ფაქტს. ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება ხარება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისა, ტაძრის მთავარი ნაწილის გამოსახულება 2. გარე სტოაში, შესასვლელის თავზე, რომელსაც შიდა სტოაში შევყავართ, დომინირებს ვედრების – დეისუსის ფრესკა, რომელიც დაახლოებით იმავე პერიოდის ნამუშევარი უნდა იყოს. ზემოთ ხსენებული ორი კომპოზიციის შესრულების უნაკლო ტექნიკა და მათ შესაქმნელად დიდი ...

Περισσότερα

არქიმანდრიტი ეფრემი მოათავსეს კიევის საავადმყოფოში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

პარასკევს შუადღეს გულის შეტევის დიაგნოზით კიევის საავადმყოფოში მოათავსეს ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი. ბერი ეფრემი უკრაინაში იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს მისიით, რომლის წევრადაც დაინიშნა უწმიდესი მსოფლიო პატრიარქის მიერ, რათა ესწრებოდეს კიევის მიტროპოლიტის ეპიფანეს აღსაყდრების ცერემონიალს. კონსტანტინოპოლიდან კიევში ჩაფრენისას ღერონდამ იგრძნო ძლიერი სისუსტე და თვითმფრინავის დაჯდომისთანავე გადაყვანილ იქნა კიევის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმების მიერ მისი მდგომარეობა შეაფასეს, რომ გადაიტანილი ქონდა ინფაქტი. სასწრაფოდ გაეწია პირველი დახმარება. იმის გათვალისწინებით, რომ ღერონდას აქვს საკმაოდ მძიმე გულსისხლძარღვთა დაავადების ისტორია და არის შაქრიანი დიაბეტის მატარებელი, ექიმთა კონსილიუმის შეშფოთება გახლდათ უფრო მაღალი, საჭიროდ მიიჩნიეს მათი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა. ამ დრომდე რჩება კიევის საავადმყოფოში ექიმთა კონტროლის ქვეშ. წყარო:  www.orthodoxianewsagency.gr  

Περισσότερα

ერთობა ქრისტეში

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ვაგრძელებთ ლიმასოლის მიტრიპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესი ათანასეს  საუბრების ციკლს. საუბრები არის აუდიო ფორმატის, გთავაზოვთ მის ბეჭდურ ვარიანტს. ლიმასოლის მიტროპოლიტი,მეუფე ათანასე, აანალიზებს რა ბასილი დიდის წირვის ლოცვებს, საუბრობს სამყაროსა და ყოველივე შექმნილის მიმართ განცდილ პირობით სიყვარულზე და მას ადარებს შემოქმედის მიმართ არსებულ აბსოლუტურ სიყვარულსა და ნდობას.  ეხება ასევე ჩვენს პირადსა და ეთნიკურ თემებს, ხოლო ქორწინების დალოცვილ საიდუმლოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გვმართებს ჩვენი ეკლესიის წიაღში უმწიკვლოდ და მოკრძალებით ცხოვრება, რის მაგალითსაც ჩვენ ქრისტეს სიყვარული გვაძლევს. „ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღმრთაებრივ მსახურებას ჩვენი გარდაცვლილი ძმებისათვის და რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც კი შეგვიძლია მივუძღვნათ გარდაცვლილებს, არის ღმრთაებრივი მსახურებისას აღვლენილი ლოცვა მათი სულების საცხონებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ვასრულებთ საღმრთო მსახურებას გარდაცვალებულთათვის და არა მარტო მათთვის, არამედ ცოცხალთათვისაც, ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავიღოთ ის, რაც გაგვაჩნია, ...

Περισσότερα

ღირსი შიო მღვიმელი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ღირსი შიო მღვიმელი ერთ-ერთი იყო იმ  ცამეტ ასურელ მამათაგან – ღირსი იოანე ზედაზნელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი, რომლებიც უფლის განგებულებით და ღირსი იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით   VI საუკუნეში დიდებით შემოვიდნენ საქართველოში. გააძლიერეს, განამტკიცეს და შემოიკრიბეს ერი და ბერი, დააარსეს მრავალი მონასტერი და მათი მტკიცე, დაუღალავი, უანგარო მუშაკობით მრავალი ახალნერგი აღძრეს უფლის ერთგულებასა და სიყვარულში. მართლმადიდებელი ეკლესია ყველიერი კვირის ხუთშაბათს აღნიშნავს ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს! ღირსი მამის წმიდა საფლავი მისი მიერ დაარსებულ შიომღვიმის მონასტერში  მდებარეობს. ”მისი წმიდა ლოცვით, უფალო, იესო ქრისტე შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ. ამინ!”  

Περισσότερα

შენდობის კვირა

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

წმიდა და დიდი მარხვის პერიოდი სავსეა სიხარულით, რადგან საღმრთო ეკლესია,  დედამიწის მთელ ზურგზე, სულიერი განახლებისთვის მნიშვნელოვანი ბრძოლის განხორციელებას იწყებს. უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისათვის, რომ ჩვენც, როგორც ქრისტეს დიდი ეკლესიის მორჩილი წევრები, ვუერთდებით ამ საყოველთაო მადლს, რომელიც მის ეკლესიაშია გამეფებული. მხოლოდ უფლის მადლის შემწეობით  არის შესაძლებელი ჩვენი განახლების განხორციელება, ჩვენი სულიერი აღორძინება. „რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოვანე, 15, 5), ამბობს უფალი. ჩვენ გვესაჭიროება ღმრთიური მადლი, რომლითაც აღსავსეა ეს პერიოდი, რათა ვიპოვოთ ჩვენი გული, რომ მან კვლავ განაგრძოს სიცოცხლე და იგრძნოს ჩვენი მხსნელის – იესო ქრისტეს დიდი სიყვარული. ჩვენი მიახლოება ქრისტესთან და ჩვენი სიცოცხლის განახლება, რაც ჩვენს გულებში უფლის ყოფნის შეგრძნებითაა გამოწვეული, ჩვენთვის მარადიული აღდგომაა. უფალი ჩვენს სიცოცხლეს მხოლოდ ერთ პირობას უდებს, ყოველი იმ მნიშვნელოვანი საქმისათვის, რისი ქმნაც ჩვენთან ...

Περισσότερα

მართლმადიდებლობის ზეიმი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს ხატთა თაყვანისცემის აღდგენას, ეს დღე გამოაცხადებულია მართლმადიდებლობის ზეიმის სახელით! ამ ფააქტს საფუძვლად დაედო, რომ 842 წელს დედოფალ თეოდორას თაოსნობით მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაგმო ხატმებრძოლთა ერესი და ხატთაყვანისცემა აღადგინა! უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველისმოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა. გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.

Περισσότερα

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი

Κατηγορίες: ქართულ ენაზე

ყველას გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 102 წლის იუბილეს! რომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს +ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და ...

Περισσότερα

Wicked thoughts (Saint John Chrysostom)

Κατηγορίες: In English

Don’t express them in words. Let them quieten down within you and they’ll soon disappear. We’re human, and often enough we have wicked, inappropriate or disgusting thoughts. But let’s prevent those thoughts from becoming words. Push them down and they’ll weaken and then disappear. Just as, if you cast wild animals into a pit and cover it up, they suffocate easily, by the same token, if you leave an opening so they can breathe a little, it refreshes them and prevents them disappearing. On the contrary, it makes them even fiercer. This is the way it is with wicked thoughts. When they arise within us, if we block off their way out, we get rid of them quickly. But if we externalize them ...

Περισσότερα

Eternal riches, cost free (Saint Nectarios of Pentapolis)

Κατηγορίες: In English

Uncharitable people are unhappy because their heart has never felt the joy of doing good works and or giving alms. They haven’t understood that real enjoyment lies in loving your neighbor. They haven’t realized that, in giving to others, you pile up eternal riches, cost free and genuine, which are the only thing with which we can buy the Kingdom of Heaven. » Saint Nectarios of Pentapolis

Περισσότερα

Nobility (Saint Gregory the Theologian)

Κατηγορίες: In English

Nobility is the preservation of the properties of the image of God and the equivalence with the archetype. This is achieved through speech, virtue and pure desire. I have known one nobility: devoutness. I have come to know what it was we were born and what we have turned out to be. » Saint Gregory the Theologian

Περισσότερα

Christ’s Resurrection (Metropolitan of Gortyn and Megalopolis, Ieremias)

Κατηγορίες: In English

Jesus Christ, my Christian brothers and sisters, remained in the grave for three days. The first day was Friday. The second was Saturday and then, sometime during the night between Saturday and Sunday- we don’t know precisely when- He rose. That He did so is certain, because, in the first place, the guards at the tomb bore witness; and then there were the appearances He made as the Risen Lord. There were eleven of these, because it was of great importance to confirm His Resurrection to His disciples. This is why He didn’t ascend into heaven immediately after the Resurrection, but remained on earth for forty days, appearing to them and speaking to them about His kingdom (Acts 1, 3). Christ’s ...

Περισσότερα

Elder Ieronymos Simonopetritis (1871-1957) (Alexandros Christodoulou, Theologian)

Κατηγορίες: In English

Childhood Years (1871-1888) Elder Ieronymos was born in the village of Reïz-Dere in the Krini region of Asia Minor in 1871 to poor but devout parents, Nikolaos and Maria Diakoyiorgis. The village was wholly Christian and lay five kilometres to the north-east of Alatsata and two and a half kilometres from the sea. Most of the inhabitants were farmers or vine-growers and had come originally from Crete or the Peloponnese. At his baptism, he was given the name Ioannis. When he went to school he was a good student, surpassing the others in intelligence and maturity. As soon as he’d completed Primary School, the teacher sent him to the neighbouring little town for a short time to act as teacher. The village church became ...

Περισσότερα