
ვაგრძელებთ ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვრის არქიმანდრიტი ეფრემის საუბარს, რომელიც განხორციელდა 2018 წლის 10 ოქტომბერს წმ. დიმიტრის მუნიციპალიტეტში მდებარე წმიდა დიმიტრის სახელობის ტაძარში გამართულ „დიმიტრია 2018“-ის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში. წინამდებარე სტატია იხილეთ აქ. მონაზვნები უარყოფენ ამქვეყნიურ ცხოვრებას, თუმცა ისინი არ უარყოფენ ადამიანურ ბუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაცაა, რომ ჩვენ მივდივართ მონასტრებში, რათა სარგებელი ვნახოთ, რაიმე შევიძინოთ, მივდივართ, რათა მოვისმინოთ, რათა რაიმე ვისწავლოთ. ორი თვის წინ ერთი ახალგაზრდა შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ შვიდი წელიწადია, რაც ათონის წმიდა მთაზე ეკონომიკური მიზეზების გამო მოდის. მაგრამ ერთხელ აქ შევხვდი ერთ მონაზონს, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და რაღაც ისეთი მითხრა, რაც დღესაც კი მახსოვსო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს მონაზვნის, ბერის, ღერონდას, სულიერი მოძღვრის, ჩვენი წმიდანების სიტყვები. რატომ ვკითხულობთ დღესაც წმიდანების სიტყვებს? იმისათვის, რომ აღენთოს ...