“გრიგოლიადა 2022″ – “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”
6 Δεκεμβρίου 2022
კონფერენცია იმართება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
ძვირფასო დებო და ძმებო,
“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 7 დეკემბერს 20:30 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (აღმაშენებლის #68) შედგება საჯარო შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.
შეხვედრის თემაა: “წმინდა გრიგოლ ხანძთელი – დიდი მღვდელი და ისიქასტი”.
გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება, რომ მამა თეოდორესთან შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ვირტუალურად, ისე – ფიზიკურად.
კონფერენციაზე ვირტუალურად დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://us06web.zoom.us/…/tZUucOqqrzkrGNWPLBdriACkkH…
მათთვის, ვინც უკვე გაიარა რეგისტრაცია, ხელახალი დარეგისტრირება აღარ არის საჭირო.
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. შეხვედრის მხარდამჭერია პორტალი PEMPTOUSIA.COM.
კონფერენციის ორგანიზატორების ინიციატივით “გრიგოლიადა 2022” ეძღვნება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე წლისთავს.
იხილეთ კონფერენციის პროგრამა:
30 ნოემბერი – ლიდრის ეპისკოპოსი ეპიფანე;
7 დეკემბერი – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე;
10 დეკემბერი – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი;
13 დეკემბერი – იღუმენია პროდრომე;
16 დეკემბერი – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი;
23 დეკემბერი – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ;
– დეკემბერი – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე.
კონფერენციის შემდგომი შეხვედრების შესახებ ზუსტ ინფორმაციას წინასწარ მიიღებთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@jc.ge
www.jc.ge